მინსკის რიგით მეორე ევროპულ თამაშებზე ლუკა მაისურაძემ (81 კგ.) მეორე შეხვედრაც მოიგო და ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა.
81 კგ. წონით კატეგორიის მერვედფინალში მისი მეტოქე პორტუგალიის სახელით მოასპარეზე ანრი ეგუტიძე იყო, რომელიც მაისურაძემ დაამარცხა. მეოთხედფინალურ ეტაპზე ქართველი ბრიტანელ სტუარტ მაკვატს დაუპირისპირდა. მაისურაძეს მეტოქესთან დიდი უპირატესობა ჰქონდა, მაკვატმა ჯერ ორი გაფრთხილება მიიღო, შემდეგ კი ილეთზე წამოეგო და ქართველი სპორტსმენი ტურნირის ნახევარფინალში გავიდა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ევროპულ თამაშებზე ორი ქართველი ძიუდოისტი იჭიდავებს ნახევარფინალურ ეტაპზე. ლუკა მაისურაძე ბელგიელ სპორტსმენს, ხოლო ლაშა შავდათუაშვილი კი შვედ ძიუდოისტს დაუპირისპირდება.
მინსკში მიმდინარე რიგით მეორე ევროპული თამაშებზე ორი ქართველი ძიუდოისტი ნახევარფინალში იჭიდავებს. ლუკა მაისურაძე ბელგიელ სპორტსმენს, ხოლო ლაშა შავდათუაშვილი შვედ ძიუდოისტს დაუპირისპირდება.
მინსკის ევროპული თამაშების გამო, წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი არ გაიმართება, შესაბამისად თამაშები ევროპირველობის რანგში არის აყვანილი.