ძიუდო | ლუხუმ ჩხვიმიანი ბაქოს გრანდ სლემის მეოთხედფინალშია [ვიდეო] #1TVSPORT

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში სტარტი აიღო გრანდ სლემმა ძიუდოში. პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრების სახელით გიორგი სარდალაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი (ორივე 60 კგ), ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა ნადირაძე (ორივე 66 კგ), მარი მახარაშვილი (52 კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) ასპარეზობენ.

ჩხვიმიანმა ტურნირზე უკვე ორი მოწინააღმდეგე დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა. გრანდ სლემზე თითო გამარჯვება მოიპოვეს ნადირაძემ, სარდალაშვილმა და ლიპარტელიანმა.

მარგველაშვილმა და მახარაშვილმა პირველივე შეხვედრები წააგეს და შეჯიბრს გამოეთიშნენ.

შეგახსენებთ, რომ 2022 წელს ბაქოს გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებიდან ლაშა შავდათუაშვილმა და ლუკა მაისურაძემ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.