ძიუდო | ლეგენდარული ტედი რინერი მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს #1TVSPORT
19-24 მაისს არაბეთის გაერთიანებული საამიროების დედაქალაქი აბუ დაბი ძიუდოში მსოფლიოს 2024 წლის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ტურნირზე ინდივიდუალური ასპარეზობები 23 მაისს დასრულდება, 24-ში კი გუნდური შეჯიბრება გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიო პირველობაზე ლეგენდარული ფრანგი ძიუდოისტი, მძიმეწონოსანი ტედი რინერიც იასპარეზებს.
საფრანგეთის ეროვნული ნაკრები ტურნირზე 18 ძოიდოისტით ( 9 მამაკაცი, 9 ქალი) გამოვა.
მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს მამაკაცებში – ცხრა წარმომადგენელი, ქალებში კი სამი ძიუდოისტი ეყოლება.
კაცები
60 კგ – გიორგი სარდალაშვილი
66 კგ – ვაჟა მარგველაშვილი
73 კგ – ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ტერაშვილი
81 კგ – ტატო გრიგალაშვილი, დიმიტრი გოჩილაიძე
90 კგ – გიორგი ჯაბნიაშვილი
+100 კგ – გურამ თუშიშვილი, საბა ინანეიშვილი
ქალები
57 კგ – ნინო ლოლაძე
63 კგ – ეთერ ასკილაშვილი
+ 78კგ – სოფიო სომხიშვილი
შეგახსენებთ, რომ 2023 წელს დოჰაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ.) და ლუკა მაისურაძემ (90 კგ.) ოქროს მედლები მოიპოვეს, ლაშა ბექაური (90 კგ.) ვერცხლის მედალს დაეუფლა, გიორგი სარდალაშვილი (60 კგ.) კი ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.