ძიუდო | კადეტთა მსოფლიო ჩემპიონატზე გოჩიაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს #1TVSPORT
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე კადეტთა მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხე დღეს შოთიკო გოჩიაშვილი (+90კგ) ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს. ქართველმა ტურნირზე ნახევარფინალამდე კარგად იასპარეზა – ჯერ თურქი სპორტსმენი დაამარცხა, შემდეგ კი იაპონელ ძოიუდოისტთან მეტოქის აკრძალული ილეთის გამო გაიმარჯვა. ტურნირის ნახევარფინალში გოჩიაშვილმა ფრანგ მატეო მონგოსთან წააგო და მესამე ადგილისთვის უზბეკ ელნურ ხოლმუმინოვს შეხვდება.
შეჯიბრებაზე დღეს გამომსვლელმა კიდევ ოთხმა ქართველმა ძიუდოისტმა ტურნირი უმედლოდ დაასრულა.
ფინალური ბლოკი 18:00 საათიდან დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე დღემდე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედალია.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მსოფლიო პირველობაზე
50 კგ – შოთა ბაჩოშვილი; 55 კგ – მერაბ სამადაშვილი; 66 კგ – გიორგი გივიშვილი, გიორგი დულარიძე; 73 კგ – ცოტნე ბახტაძე; 81 კგ – გიორგი ბენდელიანი; 90 კგ – საბა გველესიანი, ლუკა თევდორაძე; +90 კგ – შოთიკო გოჩიაშვილი, ნიკოლოზ ზაალიშვილი; 48 კგ – თამარ გიგოლაევი; 52 კგ – თამარ სუხიაშვილი; 63 კგ – ნონა დოლიაშვილი; 70 კგ – ლიზი ქვარცხავა.