ძიუდო | ინანეიშვილი და ხარაზიშვილი საუნივერსიტეტო თამაშების ფინალში იჭიდავებენ, სომხიშვილი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს #1TVSPORT
ძიუდო | ინანეიშვილი და ხარაზიშვილი საუნივერსიტეტო თამაშების ფინალში იჭიდავებენ, სომხიშვილი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს #1TVSPORT

გერმანიაში მიმდინარე საუნივერსიტეტო თამაშებზე ქართველი ძიუდოისტები – ნიკა ხარაზიშვილი (100 კგ) და საბა ინანეიშვილი (+100 კგ) ფინალში იჭიდავებენ – ხარაზიშვილი ოქროს მედლისთვის – პოლონელ, ინანეიშვილი კი იაპონელ ძიუდოისტს დაუპირისპირდება.

ტურნირზე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს მძიმეწონოსანი სოფიო სომხიშვილი – ქართველი ყაზახ რამაზანოვს შეხვდება.

საუნივერსიტეტო თამაშებზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ჯერჯერობით მხოლოდ ერთი მედალია – ზაურ დვალაშვილი (81 კგ) უნივერსიადის ვიცე-ჩემპიონი გახდა.