ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში დღეს სტარტს აიღებს და 20 აგვისტოს დასრულდება გრანპრი ძიუდოში. ტურნირზე მხოლოდ სამი ქართველი ძიუდოისტი იჭიდავებს.
60 კგ-ში საბა გრიგალაშვილი პირველ წრეში პორტუგალიელ ფრანსისკო მენდეშს შეხვდება. 66 კგ-ში ალექსანდრე რაფავა უზბეკ სარდორ ნურილაევს დაუპირისპირდება. 73 კგ-ში კი ლუკა კაპანაძე სლოვენიელ ადრიან გომბოცს შეებრძოლება.
შეჯიბრების პირველ დღეს მედლები კაცთა შორის – 60 და 66, ხოლო ქალებში 48, 52 და 57 კგ წონით კატეგორიებში გათამაშდება. ფინალური ბლოკი თბილისის დროით სამივე დღეს 19:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ 2022 წელს ზაგრების გრანპრიზე ბექა ღვინიაშვილმა (90 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა, ილია სულამანიძემ (100 კგ) – ვერცხლის, ხოლო გიორგი სარდალაშვილი (60 კგ.) და ტატო გრიგალაშვილი (81 კგ.) ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.