ძიუდო I ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო პირველობაზე ბრინჯაოსთვის იჭიდავებს [ვიდეო] #1TVSPORT

კატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში მეორე საშეჯიბრო დღეს ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) წარმატებით გამოდის.

ქართველმა რეპეშაჟში ნეიტრალური დროშით მოასპარეზე იაგო აბულაძე ულამაზესი გდებით, იპონით დაამარცხა და ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.

ფინალური ბლოკი 19:00 საათიდან დაიწყება. შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის პირველ დღეს 19 წლის გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.