ძიუდო I დვალაშვილმა და გოჩილაიძემ ლინცის ტურნირზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს #1TVSPORT
ავსტრიის ქალაქ ლინცში მიმდინარე გრანპრიზე ძიუდოში დღეს ფინალურ ბლოკში საქართველოს ნაკრების წევრებმა – ზაურ დვალაშვილმა და დიმიტრი გოჩილაიძემ (ორივე – 81 კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
21 წლის დვალაშვილმა მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში ესპანელი ხოსე მარია მენდიოლა დაამარცხა, გოჩილაიძემ კი ავტრიის სახელით მოასპარეზე ვაჰიდ ბორჩაშვილს სძლია.
ლინცში იმყოფება საქართველოს ნაკრების კიდევ ორი ძიუდოისტი – ბაქარ ერაშვილი (90 კგ) და ლევან გუგავა (100 კგ), რომლებიც ტურნირზე საჭიდაოდ ხვალ გამოვლენ.