ძიუდო I ბუდაპეშტის მასტერსზე დღეს სამი ქართველი იასპარეზებს #1TVSPORT
ძიუდო I ბუდაპეშტის მასტერსზე დღეს სამი ქართველი იასპარეზებს #1TVSPORT

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მასტერსის ტურნირზე მეორე საშეჯიბრო დღეს მედლების მოსაპოვებლად სამი ქართველი ძიუდოისტი იბრძოლებს, რომლებიც შეჯიბრებაში მეორე წრიდან ჩაერთვებიან.

73 კგ-ში გიორგი ტერაშვილი უზბეკ ობიდხონ ნომონოვს შეხვდება, ლაშა შავდათუაშვილი კი – კუბელ მაგდიელ ესტრადას.

81 კგ-ში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი ყირგიზ ასად მასაბიროვსა და ყაზახ აბილაიხან ჟუბანაზარს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ პირველი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრები ჯერჯერობით უმედლოდაა.

ბუდაპეშტის მასტერსზე სულ 15 ქართველი ძიუდოისტი გამოვა (13 ვაჟი და 2 ქალი). აღსანიშნავია, რომ ტურნირზე მხოლოდ რეიტინგში მოწინავე პოზიციებზე მყოფი სპორტსმენები მონაწილეობენ.

ტურნირის განრიგი:

5 აგვისტო:

მამაკაცები – 73 კგ, 81 კგ

ქალები – 63 კგ, 70 კგ.

6 აგვისტო:

მამაკაცები – 90 კგ, 100 კგ, +100კგ

ქალები – 78 კგ, +78 კგ.

წინასწარი შეხვედრები 12:00 საათზე დაიწყება, ფინალური ბლოკი კი თბილისის დროით 19:00 საათზე გაიმართება.

2022 წელს მასტერსი ისრაელის ქალაქ იერუსალიმში ჩატარდა, სადაც საქართველოს ნაკრებმა ორი ოქროს (ტატო გრიგალაშვილი, ილია სულამანიძე) და ერთი ბრინჯაოს მედალი (ლუკა მაისურაძე) მოიპოვა.