ავსტრიის ქალაქ ლინცში მიმდინარე გრანპრიზე ძიუდოში დღეს მედლების მოსაპოვებლად საქართველოს ნაკრების წევრები – ზაურ დვალაშვილი და დიმიტრი გოჩილაიძე (ორივე – 81 კგ) იბრძოლებენ.
21 წლის დვალაშვილი პირველ წრეში ამერიკელ კელი ბერლინერს შეხვდება, გოჩილაიძე კი სასტარტო დაპირისპირებას ურუგვაელ ალაინ აპრაჰამიანთან გამართავს.
ტურნირზე წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება. აღსანიშნავია, რომ შეჯიბრების განაცხადში თავდაპირველად მსოფლიოს 11-გზის ჩემპიონი, ფრანგი ტედი რინერიც ფიგურირებდა, მაგრამ საბოლოოდ მან მონაწილეობაზე უარი თქვა და განაცხადიდან მოეხსნა.
ლინცში იმყოფება საქართველოს ნაკრების კიდევ ორი ძიუდოისტი – ბაქარ ერაშვილი (90 კგ) და ლევან გუგავა (100 კგ), რომლებიც ტურნირზე საჭიდაოდ ხვალ გამოვლენ.