ძიუდო | გრიგალაშვილის პირველი გამარჯვება ბუდაპეშტის მასტერსზე, ტერაშვილი მეოთხედფინალში იჭიდავებს [ვიდეო] #1TVSPORT
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მასტერსის ტურნირზე მეორე საშეჯიბრო დღეს მედლების მოსაპოვებლად სამი ქართველი ძიუდოისტი იბრძოლებს.
ტურნირზე 81 კგ-ში პირველი შეხვედრა ჩაატარა მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, ტატო გრიგალაშვილმა. ქართველმა ყაზახ აბილაიხან ჟუბანაზაროვს დამატებით დროში იპონით მოუგო. ტატო გრიგალაშვილის მომდევნო მეტოქე ნუგზარ ტატალაშვილი იქნება, რომელიც არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელით ასპარეზობს.
შეჯიბრზე ახალგაზრდა გიორგი ტერაშვილმა (73 კგ) მერვედფინალში წონის პირველი ნომერი, აზერბაიჯანელი ჰიდაიატ ჰეიდაროვი დამატებით დროში გაფრთხილებებით დაამარცხა. მეოთხედფინალში ტერაშვილი მოლდოველ პეტრუ ტელივანს შეხვდება.
ლაშა შავდათუაშვილს (73 კგ) თავის მეორე დაპირისპირებაში გერმანელი იგორ ვანდტკე არ გამოუცხადდა და ქართველი მომდევნო ეტაპზე უბრძოლველად გავიდა. მეოთხედფინალში შავდათუაშვილი უზბეკ მუროდჟონ იულდოშევს შეხვდება.
შეგახსენებთ, რომ პირველი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრები ჯერჯერობით უმედლოდაა. წინასწარი შეხვედრები 12:00 საათზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი თბილისის დროით 19:00 საათზე გაიმართება.