ძიუდო | გივიშვილმა ფინალში რუსი სპორტსმენი დაამარცხა და ჭაბუკთა შორის მსოფლიო ჩემპიონი გახდა #1TVSPORT
პერუს დედაქალაქ ლიმაში მიმდინარე ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატზე გიორგი გივიშვილი (66 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა – ქართველმა ფინალში რუს აბდულახ პარჩიევს გაფრთხილებებით სძლია და საქართელოს ნაკრებს ტურნირზე პირველი მედალი მოუტანა.
გივიშვილის გარდა, მედლის მოპოვების შანსი ორ ძიუდოისტს ჰქონდა, თუმცა ბრინჯაოსთვის ბრძოლაში ორივე დამარცხდა – ვასილ გამეზარდაშვილმა (66 კგ) სერბ ბორის იანკოვიჩთან წააგო, ხოლო მერაბ სამადაშვილს (60 კგ) პოლონელმა იაკუბ კუროვსკიმ სძლია.
30 აგვისტოს მსოფლიო პირველობაზე სამი ქართველი გამოვა. მედლების მოპოვებას ცოტნე ბახტაძე, გიორგი მუმლაძე (ორივე 73 კგ) და საბა ჯახველაძე (81 კგ) შეეცდებიან.