ძიუდო | გიორგი სარდალაშვილი მეოთხედფინალში დამარცხდა და ბრინჯაოსთვის რეპეჟაშიდან იბრძოლებს #1TVSPORT
ძიუდო | გიორგი სარდალაშვილი მეოთხედფინალში დამარცხდა და ბრინჯაოსთვის რეპეჟაშიდან იბრძოლებს #1TVSPORT

დღეს კატარის დედაქალაქ დოჰაში მსოფლიო ჩემპიონატმა აიღო სტარტი. ტურნირზე საქართველოს გუნდი 12 სპორტსმენით ასპარეზობს.

პირველ საშეჯიბრო დღეს ჩვენი ნაკრების 19 წლის წევრი გიორგი სარდალაშვილი ტურნირზე ორი გამარჯვების შემდეგ მეოთხედფინალში ესპანელ ფრანცისკო გარიგოსთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთის რეპეჟაშიდან იბრძოლებს. ახალგაზრდა ქართველი ფინალურ ბლოკში მოსახვედრად ყაზახ სერიკბაიევთან იჭიდავებს.

მსოფლიო პირველობაზე წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 19:00 საათზე გაიმართება.