ძიუდო | ევროპის შერეულ გუნდურ ჩემპიონატზე საქართველო ცხრა ძიუდოისტით გამოვა #1TVSPORT
ძიუდო | ევროპის შერეულ გუნდურ ჩემპიონატზე საქართველო ცხრა ძიუდოისტით გამოვა #1TVSPORT

12 ნოემბერს, საფრანგეთის ქალაქი მულჰაუსი, ძიუდოში შერეულ გუნდურ ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. საქართველოს ნაკრები ტურნირზე ცხრა სპორტსმენით იასპარეზებს. შეჯიბრება კაცებსა (73, 90 და +90 კგ.) და ქალებს (57, 70 და +70 კგ.) შორის სამ-სამ წონით კატეგორიაში ჩატარდება.

ჩვენი გუნდის შემადგენლობაში მიხეილ ბახბახაშვილი (73 კგ), ფრიდონ გიგანი (73 კგ), უშანგი მარგიანი (90 კგ), ლუკა მაისურაძე (90), საბა ინანეიშვილი (+90 კგ), შალვა გურეშიძე (+90 კგ), ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ), ნინო გულბანი (70 კგ) და სოფიო სომხიშვილი (+70 კგ) იჭიდავებენ. ამ დროისათვის ევროპის პირველობაზე 14 ნაკრების 121 ძიუდოისტია რეგისტრირებული.

შეგახსენებთ, რომ კონტინენტის შარშანდელ პირველობაზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ფინალში ნიდერლანდების ძლიერი გუნდი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი გახდა. თავისი ბრძოლები მოიგეს – ფრიდონ გიგანმა, ლუკა მაისურაძემ და საბა ინანეიშვილმა. გადამწყვეტ შეხვედრაში კვლავ ინანეიშვილს მოუწია ჭიდაობა და მეტოქე მარტივად დაამარცხა.