ძიუდო | ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე თორნიკე მოსიაშვილი და ნინო ლოლაძე მეოთხედფინალში იასპარეზებენ [ვიდეო] #1TVSPORT
ესტონეთის დედაქალაქ ტალინში დღეს დაიწყო ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ძიუდოში.
საქართველოს ნაკრებიდან პირველ საშეჯიბრო დღეს ოთხი ქართველი გამოვიდა, რომელთაგანაც თორნიკე მოსიაშვილი (66 კგ) და ნინო ლოლაძე (57 კგ) მეოთხედფინალში იასპარეზებენ.
ნახევრფინალში გასასვლელად მოსიაშვილი იტალიელ დე ლუკას შეხვდება, ლოლაძე კი – ესპანელ საეს ხევიას.