ძიუდო | დიმიტრი გოჩილაიძემ დუშანბეს გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
ძიუდო | დიმიტრი გოჩილაიძემ დუშანბეს გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT

ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღეს სამმა ქართველმა სპორტსმენმა იასპარეზა.

81 კგ წონით კატეგორიაში დიმიტრი გოჩილაიძემ ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის გერმანელი ტიმო კაველიუსი დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე პირველი მედალი მოუტანა.

დღეს გამომსვლელმა ორმა ძიუდოისტმა, ზაურ დვალაშვილმა ( 81კგ) და ეთერ ასკილაშვილმა (63 კგ) შეჯიბრება უმედლოდ დაასრულა.

ხვალ, 5 მაისს დუშამბეს გრანდ სლემის დასკვნით დღეს მედლების მოსაპოვებლად ორი ქართველი – ბაქარ ერაშვილი (90კგ) და სოფიო სომხიშვილი (+78კგ) იასპარეზებენ.