ძიუდო | ბექაური და სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატზე არ იჭიდავებენ #1TVSPORT
ძიუდო | ბექაური და სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატზე არ იჭიდავებენ #1TVSPORT

არაბეთის გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ დაბიში 19-24 მაისს მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება. ტურნირზე დარეგისტრირებულ 95 გუნდს შორის საქართველოს ნაკრები ჯერ არ ფიგურირებს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შეჯიბრებას გამოტოვებენ ჩვენი გუნდის ლიდერები – ლაშა ბექაური (90კგ) და ილია სულამანიძე (+100კგ). მათი არყოფნა ყველა ძიუდოისტისთვის უმნიშვნელოვანეს ტურნირზე ტრამვებს არ უკავშირდება.

აბუ დაბის მსოფლიო ჩემპიონატის საერთო საპრიზო თანხა 998 000 ევროა.