ძიუდო | ბაბუციძემ ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
ძიუდო | ბაბუციძემ ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT

ნიდერლანდების ქალაქ ჰააგაში მიმდინარე ძიუდოს ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს ლუკა ბაბუძიძემ (81კგ) ბრინჯაოს მედალი მედალი მოიპოვა.

მესამე ადგილისთვის ქართველმა უკრაინელ ძოუდოისტს, კორჩემლიუკს მოუგო. ცოტა ხნით ადრე ტურნირის ფინალურ ბლოკში გიორგი ტერაშვილი (73 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა. მან კონტინენტის ჩემპიონობისთვის დაპირისპირებაში პორტუგალიის სახელით მოასპარეზე ქართველს, ოთარ კვანტიძეს დამატებით დროში ვაზარით სძლია.

რეპეჟაშიდან ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის შანსი ჰქონდა ეთერ ასკილაშვილს (63 კგ), მაგრამ იგი ფრანგ მოწინააღმდეგესთან დამარცხდა და ტურნირი უმედლოდ დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ 7 სექტემბერს მსოფლიო პირველობაზე თენგო ზირაქაშვილი (66 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა – ფინალში მან აზერბაიჯანელი აიდინ რზაიევი იპონით დაამარცხა.