ძიუდო | ალექსანდრე ლოლაძე ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის ფინალშია, სამი ქართველი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს #1TVSPORT
ძიუდო | ალექსანდრე ლოლაძე ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის ფინალშია, სამი ქართველი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს #1TVSPORT

ესტონეთის დედაქალაქ ტალინში მიმდინარე ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე დღეს ექვსი ქართველი – გიორგი ლოლაძე, მათე ბერუაშვილი (ორივე 73კგ), ალექსანდრე ლოლაძე, ლუკა ჯავახიშვილი (ორივე 81 კგ), ნინო გულბანი, ემანუელა გელაშვილი (ორივე 70კგ) გამოვიდა, რომელთაგან ოთხ მამაკაც ძიუდოისტს ფინალურ ბლოკში ვიხილავთ.

ტურნირზე ოქროს მედლისთვის იჭიდავებს ალექსანდრე ლოლაძე. კონტინენტის პირველობის ფინალში მისი მეტოქე 18 წლის აზერბაიჯანელი სულეიმან შუქუროვი იქნება. ბრინჯოას მედლებისთვის კი ლუკა ჯავახიშვილი, გიორგი ლოლაძე და მათე ბერუაშვილი იბრძოლებენ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 5 სექტემბერს საქართველოს ნაკრებიდან ვერცხლის მედალი ნინო ლოლაძემ (57 კგ) მოიპოვა.