ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე ზაზა ლომთაძემ ორჭიდის ჯამში მეხუთე ადგილი დაიკავა #1TVSPORT
სოფიაში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 109 კგ. წონით კატეგორიაში დღეს ზაზა ლომთაძემ იასპარეზა.
ძალოსანმა ატაცში სამივე ცდა 160, 164 და 167 კგ. წარმატებით დაძლია და მე-7 ადგილზე გავიდა. ლომთაძემ აკვრაში 203 კგ. დააფიქსირა და მე-5 ადგილი დაიკავა.
ორჭიდის ჯამში ზაზა ლომთაძის შედეგი 370 კგ-ია და მან საბოლოოდ ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა მეხუთე შედეგით დაასრულა.
სოფიის ფიცარნაგზე დღეს დებიუტი ექნება მარიამ მურღვლიანს, ის 87 კგ. წონით კატეგორიაში მოსინჯავს ძალებს.
შეჯიბრი 22 საათსა და 10 წუთზე დაიწყება და პირველი არხი რეპორტაჟს პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.