ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია საქართველოს ჩემპიონატს ჩაატარებს
ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია საქართველოს ჩემპიონატს ჩაატარებს

20-22 სექტემბერს ძალოსნობაში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართება, რომელსაც ეროვნული ფედერაცია ჩაატარებს. ტურნირზე ქვეყნის უძლიერესი ძალოსნები მიიღებენ მონაწილეობას, რომელთა შორის ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონ-პრიზიორებიც არიან.

აღსანიშნავია, რომ ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის (IWF) ახალი გადაწყვეტილების თანახმად, პირველი ნოემბრიდან ამ დროისათვის არსებული წონითი კატეგორიები შეიცვლება. შესაბამისად, აღნიშნულ კატეგორიებში საქართველოს ჩემპიონატი ბოლოჯერ ტარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველ ნოემბრამდე დაფიქსირებული რეკორდები ისტორიის კუთვნილება გახდება.

საქართველოს ჩემპიონატს „ახალ თბილისში“ არსებული ფრენბურთის არენა უმასპინძლებს.

დასაწყისი – 12:00 საათი.