ძალოსნობა | რეზი დავითაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა მერვე ადგილზე დაასრულა [ვიდეო] #1TVSPORT
ბოგოტაში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე 12 დეკემბერს 89 კგ. წონით კატეგორიაში რეზი დავითაძემ იასპარეზა.
ქართველმა ძალოსანმა ატაცში 165 კილოგრამი დაძლია და მე-7 ადგილზე გავიდა, აკვრაში კი მისი შედეგი 193 კგ და მე-13 ადგილი გახლდათ.
საბოლოოდ, ორჭიდის ჯამში დაფიქსირებული 358 კგ-ით რეზი დავითაძემ მსოფლიო პირველობა მერვე ადგილზე დაასრულა.