საქართველოს ქალ ძალოსანთა ეროვნული გუნდის წევრი ნათია გადელია აკვრასა და ორჭიდში ოქროს, ხოლო ატაცში ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
საუდის არაბეთში მიმდინარე 17 წლამდე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე ნათია გადელიამ (81 კგ.) ატაცში 85/88/91 კგ. დაძლია და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
ქართველმა ახალგაზრდამ აკვრაში 108/113/117კილოგრამი დააფიქსირა და ოქროს მედალი არავის დაუთმო, მან ჩემპიონობა ასევე ორჭიდის ჯამში იზეიმა – მისი შედეგი 208 კგ-ია.
ნათია გადელიამ საქართველოს რეკორდი ატაცსა და ორჭიდში 4-4 კგ-ით გააუმჯობესა.