ძალოსნობა | ლაშა ტალახაძე ევროპის ექვსგზის ჩემპიონია [ვიდეო] #1TVSPORT
ტირანაში ქართული ოქროთი დასრულდა ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში. ლაშა ტალახაძემ ოქროს სამი მედალი მოიპოვა.
აკვრა – 217 კგ.
ატაცი – 245 კგ.
ორჭიდი – 462 კგ.
მეორე და მესამე ადგილები სომხეთის წარმომადგენელმა მოიპოვეს. ვერცხლი მოიგო ვარაზატ ლალაიანმა, ბრინჯაო – გორ მინასიანმა.
საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა ევროპის 2022 წლის ჩემპიონატზე ჯამში 16 მედალი მოიპოვა – 4 ოქრო, 7 ვერცხლი და 5 ბრინჯაო. იგულისხმება როგორც ატაცი, ასევე აკვრა და ორჭიდის ჯამი.
შეგახსენებთ, რომ ლაშა ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატი პირველად 2016 წელს ნორვეგიის ქალაქ ფიორდეში მოიგო.