ძალოსნობა | ლაშა ტალახაძე ევროპის ექვსგზის ჩემპიონია [ვიდეო] #1TVSPORT
ძალოსნობა | ლაშა ტალახაძე ევროპის ექვსგზის ჩემპიონია [ვიდეო] #1TVSPORT

ტირანაში ქართული ოქროთი დასრულდა ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში. ლაშა ტალახაძემ ოქროს სამი მედალი მოიპოვა.

აკვრა – 217 კგ.

ატაცი – 245 კგ.

ორჭიდი – 462 კგ.

მეორე და მესამე ადგილები სომხეთის წარმომადგენელმა მოიპოვეს. ვერცხლი მოიგო ვარაზატ ლალაიანმა, ბრინჯაო – გორ მინასიანმა.

საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა ევროპის 2022 წლის ჩემპიონატზე ჯამში 16 მედალი მოიპოვა – 4 ოქრო, 7 ვერცხლი და 5 ბრინჯაო. იგულისხმება როგორც ატაცი, ასევე აკვრა და ორჭიდის ჯამი.

შეგახსენებთ, რომ ლაშა ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატი პირველად 2016 წელს ნორვეგიის ქალაქ ფიორდეში მოიგო.