ძალოსნობა | ირაკლი გობეჯიშვილი ევროპის ჩემპიონატს ტრავმის გამო ჩაეხსნა #1TVSPORT
ბათუმში მიმდინარე ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის მეექვსე დღეს ფიცარნაგზე ირაკლი გობეჯიშვილის (94 კგ) გამოსვლა იყო დაგეგმილი, თუმცა მან ასპარეზობაზე უარი თქვა. მიზეზი ძველი ტრავმის გამწვავება გახდა.
დასკვნითი ვარჯიშის დროს სპორტსმენმა მარჯვენა ბარძაყის კუნთი დაიზიანა. შეჯიბრებამდე ერთი კვირა რჩებოდა, მაგრამ, სამწვრთნელო და სამედიცინო პერსონალის მცდელობების მიუხედავად, სპორტსმენმა გამოსვლა ვერ შეძლო.
24 აპრილს საქართველოს ნათია გადელია (86 კგ) წარადგენს, ის ასპარეზობაში 19:00 საათიდან ჩაერთვება. ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატს პირდაპირ ეთერში პირველი არხი სპორტი გთავაზობთ.