ძალოსნობა I ნათია გადელია 20-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონია #1TVSPORT
20-წლამდე ძალოსანთა შორის ბუქარესტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ქალთა ნაკრების წევრმა, ნათია გადელიამ ოქროს მედალი მოიპოვა.
კონტინენტის პირველობაზე გადელიამ ატაცში 93 და 96 კგ. დაძლია, რითიც ამ მოძრაობაში პირველ ადგილზე გავიდა. ნათიამ აკვრაში 116, 120 და 123 კგ. დაიმორჩილა და კვლავ ოქროს მედალი მოიპოვა.
ქართველი ძალოსანი ორჭიდის ჯამში დაფიქსირებული 219 კგ-ით კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე დადგა.