ძალოსნობა I ირაკლი გობეჯიშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ატაცში მეხუთე ადგილი დაიკავა #1TVSPORT
ერევანში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე დღეს 96 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების წევრი ირაკლი გობეჯიშვილი ასპარეზობს.
ქართველმა ძალოსანმა პირველ მოძრაობა ატაცში 160 კგ დაძლია და მე-5 ადგილზე გავიდა.
რამდენიმე წუთში ასპარეზობა აკვრაში დაიწყება. პირველი არხი რეპორტაჟს პირდაპირ ეთერში გთავაზობთ.