ძალოსნობა | გურამ გიორბელიძე მსოფლიო ჩემპიონატზე მეცხრე ადგილზე გავიდა #1TVSPORT
კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული გუნდის წევრმა, 67კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე გურამ გიორბელიძემ 8 დეკემბერს B ჯგუფში იასპარეზა.
ქართველმა ძალოსანმა ატაცში ჯერ 125, შემდეგ კი 129 კგ. დაძლია და მეშვიდე ადგილზე გავიდა. გურამმა აკვრაში 155 კგ-ის დაძლევის შემდეგ 160 კგ. ასწია და მეორე მოძრაობაშიც მეშვიდე იყო.
ორჭიდის ჯამში გიორბელიძემ 289 კგ. დააფიქსირა და საბოლოოდ მსოფლიო ჩემპიონატი მეცხრე ადგილზე დაასრულა.
აღსანიშნავია, რომ გიორბელიძე მსოფლიოს ჩემპიონატზე ეროვნულ გუნდის დებიუტანტი იყო.