ძალოსნობა | დღეს მსოფლიო ჩემპიონატზე ორი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს #1TVSPORT
7 დეკემბერს ტაშკენტში ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო, სადაც საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის გიორგი ასანიძის გადაწყვეტილებით ფიცარნაგზე 10 ძალოსანი გამოვა.
საქართველოს ძალოსანთა ნაკრების წევრებმა, რომლებიც ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე გუშინ ჩავიდნენ პირველი ვარჯიში გამართეს.
დღეს, 9 დეკემბერს ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე ჩვენი ნაკრების წევრთაგან პირველები 61 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზეები შოთა მიშველიძე და რამინ შამილიშვილი გამოვლენ.
შეჯიბრი 18:00-ზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟებს ქართველთა გამოსვლებიდან საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.