ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატი - საქართველოს სახელით დღეს გოგა ჩხეიძე იასპარეზებს #1TVSPORT
ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატი - საქართველოს სახელით დღეს გოგა ჩხეიძე იასპარეზებს #1TVSPORT

საუდის არაბეთში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე 7 სექტემბერს მედლების კომპლექტი 67 კგ წონით კატეგორიაში გათამაშდება.

საქართველოს ნაკრების ღირსებას გოგა ჩხეიძე დაიცავს.

შეჯიბრება 20 საათზე დაიწყება. პირდაპირ ტელერეპორტაჟს „ტელესკოლის“ პირდაპირ ეთერში იხილავთ.

დღეისათვის საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ერთი ბრინჯაოს მედალია, რომელიც შოთა მიშველიძემ მოიპოვა.