ისრაელის ქალაქ ეილატში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ატაცში ნათია გადელიამ 71/74 კგ. დაძლია და მე-5 ადგილზე გავიდა. გადელიამ ამ შედეგით მის მიერვე დაფიქსირებული საქართველოს რეკორდი 1 კგ-ით გააუმჯობესა.
აკვრაში ნათია გადელიას შედეგი 91 კგ-ია და აქაც მეხუთე იყო. ის ასევე მეხუთე იყო ორჭიდის ჯამში, სადაც მისი შედეგი 165 კგ-ია.