რევაზ დავითაძის ოქრო და ევროპის 23-წლამდელთა რეკორდი ევროპის ჩემპიონატზე [ფოტო]
რევაზ დავითაძის ოქრო და ევროპის 23-წლამდელთა რეკორდი ევროპის ჩემპიონატზე [ფოტო]

საქართველოს ძალოსანთა ნაკრების წევრმა, რევაზ დავითაძემ ბათუმში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ატაცის ოქროს მედალი ევროპის 23-წლამდელთა რეკორდით მოიპოვა. 20 წლის თბილისელმა ძალოსანმა, რომელიც ევროპის მოქმედი ჩემპიონი და მსოფლიოს ჩემპიონატის პრიზიორია, ერთ დისციპლინაში ტიტული უკვე შეიანრჩუნა. პირველ დისციპლინაში დავითაძემ ჩემპიონობა ​შარშანდელ ევროპირველობაზეც ​არავის დაუთმო და საბოლოოდ ბუქარესტში ორჭიდის ოქროც მოიპოვა.

ბათუმში ასპარეზობა დავითაძემ 164 კილოგრამის ატაცებით დაიწყო. მეორე ცდაზე ძელზე 167 კილოგრამი დამაგრდა რაც ჩემპიონობის გასაფორმებლად სრულიად საკმარისი იყო. დავითაძემ საბოლოოდ წონა დაძლია და ატაცის ოქრო მერე ცდაზე მოიპოვა. მესამე ცდა 23-წლამდელთა შორის ევროპის რეკორდიზე შეტევა იყო, რისთვისაც რეზის 168 კილოგრამზე მეტი უნდა დაეძლია. სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, დავითაძე 170-ზე მივიდა და რეკორდიც დაამყარა.

რამდენიმე წუთში შეჯიბრი აკვრაში დაიწყება. მეორე დისციპლინის პირველ მისვლაზე დავითაძეს 194 კილოგრამი აქვს შეკვეთილი. მასზე მეტი საწყისი წონით წინასწარი შეკვეთების მიხედვით, მხოლოდ ორი – ალბანელი (195) და სომეხი (200) სპორტსმენი იწყებს. ასპარეზობის პირდაპირ ეთერში ნახვა საქართველოს პირველ არხზეა შესაძლებელი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს მიმდინარე ევროპირველობაზე უკვე ოთხი მედალი აქვს.  დავითაძემდე აკვრაში ოქრო შოთა მიშველიძემ (61 კგ.) აიღო, აკვრაში ვერცხლი და ორჭიდში ბრინჯაო კი გოგა ჩხეიძემ (67 კგ.) დაისაკუთრა.