ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ნათია გადელია მესამე ადგილზე გავიდა #1TVSPORT
ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ნათია გადელია მესამე ადგილზე გავიდა #1TVSPORT

მოსკოვში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ნათია გადელიამ (81 კგ.) მთავარ მწვრთნელ თემურ ჯანჯღავას ყველა მითითება შეასრულა, სამივე ცდა წარმატებით გამოიყენა 85/89/91 და B ჯგუფში მესამე ადგილზე გავიდა. 

ძალოსანმა აკვრაში 105/111 დაძლია და მეოთხე ადგილი ერგო, ხოლო ორჭიდში 202 კილოგრამით მესამე პოზიციაზეა.

შეგახსენებთ, რომ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე დღეს საქართველოს ნაკრების ღირსებას ანტონ პლესნოი დაიცავს.

შეჯიბრი 21 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს ტელესკოლის ეთერში იხილავთ.

დღეისათვის საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ერთი ოქროს, ოთხი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალია.