ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ სენტ-ლუისში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე მე-8 ტურის პარტიები გაიმართა.
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების ლიდერმა ნანა ძაგნიძემ (2513) თეთრი ფიგურებით ალექსანდრა კოსტენიუკთან (2532) ყაიმი დააფიქსირა. რუსი მოჭადრაკე 6 ქულით სატურნირო ცხრილში მეორეა და მხოლოდ თანამემამულე ვალენტინა გუნინას (2501) ჩამორჩება, რომელსაც 6.5 ქულა აქვს. ეს მოჭადრაკეები ბოლო ტურში ერთმანეთს ხვდებიან.
ბელა ხოტენაშვილმა ყაიმით დაასრულა შეხვედრა მე-3 პოზიციაზე მყოფ ინდოელ დრონავალ ჰარიკასთან (2471).
ბოლო ტურში ძაგნიძე ხოტენაშვილის მეტოქე იქნება.