დვალი ვარჯიშობს, ყაზაიშვილი დღეიდან იწყებს - საქართველოს ნაკრები ბოსნიასთან მატჩისთვის ემზადება #1TVSPORT
დვალი ვარჯიშობს, ყაზაიშვილი დღეიდან იწყებს - საქართველოს ნაკრები ბოსნიასთან მატჩისთვის ემზადება #1TVSPORT

საქართველოს ნაკრები უკვე მეორე დღეა სარაევოშია და საფეხბურთო კლუბ „სარაევოს“ ბაზაზე ემზადება. ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით ეროვნულმა ნაკრებმა დღეს 22 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა. გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშობს ლაშა დვალიც.

სარაევოში საქართველოს ნაკრებს უკვე შეუერთდა ვაკო ყაზაიშვილი, თუმცა სამხრეთ კორეის ჩემპიონატში მოთამაშე ქართველი ლეგიონერი გუნდთან ერთად ვარჯიშს 24 მარტს დაიწყებს.

საქართველოს ნაკრები მატჩამდე ბოლო ვარჯიშს კვლავ „სარაევოს“ ბაზაზე გამართავს. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია გაიმართება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), სოლომონ კვერკველია (მეტალისტი, ხარკოვი, უკრაინა), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

ნახევარდაცვა: ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, ტულა, რუსეთი), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ლადო მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო, თბილისი,საქართველო), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთ კორეა)

თავდასხმა: საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, ანტაკია, თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, ოდესა, უკრაინა), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი), დავით ვოლკოვი (ზირა, ბაქო, აზერბაიჯანი), ბუდუ ზივზივაძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი)

ბოსნია-ჰერცეგოვინასა და საქართველოს ნაკრების ამხანაგური მატჩი ქალაქ ჟენიცაში 25 მარტს, 23:45 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.