დვალი-ხარაიშვილის „ფერენცვაროში“ ათკაციან „იანგ ბოიზთან“ დამარცხდა #1TVSPORT
დვალი-ხარაიშვილის „ფერენცვაროში“ ათკაციან „იანგ ბოიზთან“ დამარცხდა #1TVSPORT

ფერენცვაროშმა“, სადაც ორი ქართველი მოთამაშე ირიცხება, ჩემპიონთა ლიგის პლეიოფის ეტაპზე პირველი მატჩში შვეიცარიაში „იანგ ბოიზთან“ ჩაატარა და 2:3 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების წევრები, ლაშა დვალი და გიორგი ხარაიშვილი ჯერ კიდევ მკურნალობენ და ამის გამო უნგრეთის ჩემპიონის სამატჩო განაცხადში არ იყვნენ.

შეხვედრა „ფერენცვაროშმა“ კარგად დაიწყო და მე-14 წუთზე ფრენკ ბოლის გოლით დაწინაურდა. ორ წუთში შვეიცარიელებმა მეშაკ ელიას გოლით წონასწორობა აღადგინეს. მაგრამ 25-ე წუთზე „იანგ ბოიზი“ რთულ ვითარებაში ჩავარდა. მათი მცველი სილვან ჰეფტი მოედნიდან გააძევეს და მასპინძელთა კარში პენალტი დაინიშნა, მაგრამ მირტო უზუნიმ ცუდად დაარტყა და ვერ გაიტანა.

ამის შემდეგ მოედანზე წარმოუდგენელი ამბები დატრიალდა – 10 კაცით დარჩენილმა შვეიცარიელებმა უნგრელებისგან არათუ თავი დაიცვეს, მათ კარში ორი გოლი გაიტანეს და ვინსენტ სიეროს (40) და ულისე გარსიას (65) გოლებით 3:1 დაწინაურდნენ.

82-ე წუთზე ბოლიმ შვეიცარიელთა კარი მეორედაც აიღო, დუბლი გაიფორმა და საბოლოოდ, „იანგ ბოიზმა“ ანგარიშით 3:2 მოიგო.

განმეორებითი შეხვედრა 24 აგვისტოს ბუდაპეშტში გაიმართება.