დუშეთის „არაგვის“ ისტორიული გამარჯვება - ბურდულის გაწვრთნილები ლიგა 2-ში გადავიდნენ
დუშეთის „არაგვის“ ისტორიული გამარჯვება - ბურდულის გაწვრთნილები ლიგა 2-ში გადავიდნენ
დუშეთის „არაგვმა“ პლეი-ოფის გასვლით შეხვედრაში ლანჩხუთის „გურია“ 0:2 დაამარცხა და ეროვნულ ლიგა 2-ში თამაშის უფლება მოიპოვა.
 
პირველი შეხვედრა დუშეთში „გურიამ“ 1:0 მოიგო და არაგველები რთული ამოცანის წინაშე იდგნენ. მაგრამ ლადო ბურდულის გაწვრთნილებმა ეს ბარიერი მაინც გადალახეს. ანგარიში დუშელების თავდამსხმელმა ნიკოლოზ ხინთიბიძემ 35-ე წუთზე გახსნა.
ძირითადი დრო ასეც დასრულდა და რადგან ორი შეხვედრის ჯამში, ანგარიში (1:1) იყო, დაინიშნა დამატებული ორი 15-წუთიანი ტაიმი. ️გიორგი სამადაშვილმა 103-ე წუთზე ლანჩხუთელების კარი მეორედ აიღო, საბოლოოდ, მატჩი „არაგვის“ გამარჯვებით 0:2 დასრულდა და გუნდმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა – არსებობის ისტორიაში პირველად, დუშეთის „არაგვი“ ეროვნულ ლიგა 2-ში ითამაშებს. ლანჩხუთის „გურია“ კი 2020 წელს ლიგა 3-ში იასპარეზებს.