დურანტი პირველი მამაკაცი სპორტსმენია, ვინც გუნდურ სახეობაში ოთხი ოლიმპიური ოქრო მოიგო #1TVSPORT
პარიზის ოლიმპიადის საკალათბურთო ტურნირზე ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებმა 98:87 დაამარცხა ფინალში საფრანგეთის ნაკრები და ზედიზედ მეხუთედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი.
ასე რომ, აშშ-ის ნაკრების ფორვარდი კევინ დურანტი გახდა პირველი მამაკაცი სპორტსმენი ისტორიაში, ვინც სათამაშო სახეობაში ოთხჯერ მოიპოვა ოლიმპიური ოქროს მედალი.
გარდა ამისა, დურანტი ყველაზე შედეგიანი კალათბურთელია ამერიკის ნაკრების ისტორიაში ოლიმპიურ თამაშებზე როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში.
დურანტი აქამდე ოლიმპიური ჩემპიონი გახდა 2012, 2016 და 2020 წლებში.