დუგლას კოშტამ შესაძლოა, მსოფლიო ჩემპიონატის დარჩენილი დღეები გამოტოვოს
დუგლას კოშტამ შესაძლოა, მსოფლიო ჩემპიონატის დარჩენილი დღეები გამოტოვოს

ტრავმის გამო, ბრაზილიის ნაკრების ფორვარდმა დუგლას კოშტამ შესაძლოა, მსოფლიო ჩემპიონატის დაახლოებით 15-20 დღე გამოტოვოს, – წერს წამყვანი ბრაზილიური გაზეთი O Globo.

27 წლის ფეხბურთელმა მარჯვენა ბარძაყის კუნთის ტრავმა კოსტა-რიკასთან მატჩში მიიღო.

„იუვენტუსის“ ფეხბურთელს მსოფლიოს ჩემპიონატის ნაადრევად დასრულება ემუქრება. კოშტა ნაკრებს ნახევარფინალისთვის ან ფინალისთვის დაუბრუნდება, თუ რა თქმა უნდა, ბრაზილიამ ამ ეტაპზე გააღწია.

შვეიცარიასთან პირველი ტურის მატჩში დუგლას კოშტას არ უთამაშია, კოსტა-რიკასთან მეორე ტაიმის სტარტზე შევიდა მოედანზე და ერთი საგოლე პასი შეასრულა.