„იუვენტუსი“ დუგლას კოშტას სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს ითხოვს
„იუვენტუსი“ დუგლას კოშტას სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს ითხოვს

ტურინული გრანდის ხელმძღვანელები გეგმავენ, რომ უახლოესი სტრანსფერო ფანჯრის პერიოდში დუგლას კოშტა 50 მილიონ ევროდ გაასხვისონ, – იუწყება Calciomercato.

გამოცემის ინფორმაციით, „იუვენტუსის“ ბრაზილიელი ლეგიონერით „მანჩესტერი სიტი“ და „პარი სენ-ჟერმენი“ არიან დაინტერესებულები.

29 წლის ფეხბურთელის კონტრაქტი ტურინულ კლუბთან 2022 წლის ივნისამდეა ძალაში.

მიმდინარე სეზონში დუგლას კოშტამ „იუვენტუსის“ შემადგენლობაში 29 მატჩი ჩაატარა, გაიტანა სამი გოლი და შვიდი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.