კოშტა „იუვენტუსს“ სავარაუდოდ ერთი თვით გამოაკლდა
კოშტა „იუვენტუსს“ სავარაუდოდ ერთი თვით გამოაკლდა

ტურინის „იუვენტუსის“ შემტევი, დუგლას კოშტა სავარაუდოდ კლუბს ერთი თვით ვეღარ დაეხმარება. ბრაზილიელმა „ვერონასთან“ გასვლით მატჩში კუნთის ტრამვა მიიღო. იტალიური მედიის ინფორმაციით, კოშტა „მილანთან“ (თასზე), იტალიის ჩემპიონატში „ბრეშასთან“ და „სპალთან“ მოედანზე გასვლას ვერ შეძლებს. ბრაზილიელი „იუვენტუსს“ ვერც ჩემპიონთა ლიგაზე „ლიონთან“ დაეხმარება. ის კლუბს სავარაუდოდ „ინტერთან“ მატჩისთვის დაუბრუნდება.

ტურინელთა რიგებში მიმდინარე სეზონში დუგლასის ანგარიშზე 17 შეხვედრა და 2 გოლია.