დუგლას კოშტა ავტოავარიაში მოხვდა
დუგლას კოშტა ავტოავარიაში მოხვდა

ტურინის „იუვენტუსის“ შემტევი დუგლას კოშტა ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე გახდა. „ლა სტამპას“ (La Stampa) ინფორმაციით, ინციდენტი ორშაბათს დილით, იტალიის ჩრდილოეთით ერთ-ერთ ავტოსტრადაზე მოხდა.

შემთხვევის ადგილას გამოიძახეს ექსტრემალური სამსახური, რომლის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კოშტა, რომელიც საჭესთან იჯდა, არ დაზარალებულა. თუმცა, „ფიატის“ (Fiat) 47 წლის მძღოლი, რომელსაც ფეხბურთელი დაეჯახა, ერთ-ერთ უახლოეს საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მიმდინარე სეზონში 28 წლის დუგლას კოშტამ 24 მატჩი ჩაატარა „იუვენტუსის“ რიგებში და ერთი გოლი გაიტანა.