წარუმატებლად დაიწყო 2021 წელი ყატარის ჩემპიონატში მოთამაშე ქართველ ლეგიონერ დუდა სანაძისთვის – მისი გუნდი, „ალ ხორი“ დამარცხდა, დუდა კი დაშავდა და თამაშს ნაადრევად გამოეთიშა.
„ალ ხორი“ „ალ ვაკრასთან“ დიდი ანგარიშით, 64:100 დამარცხდა, დუდამ კი ტრავმა მე-2 მეოთხედის დასაწყისში მიიღო, როდესაც ბურთისთვის ბრძოლისას მეტოქეს შეეჯახა და მარჯვენა ხელი იტკინა. სანაძემ მატჩის გაგრძელება ვეღარ მოახერხა, ხოლო თუ რამდენად სერიოზულია მისი ტრავმა, მოგვიანებით გაირკვევა.
იმ დროისთვის, დუდას მოედანზე 12 წუთი ჰქონდა გატარებული და აქტივში 7 ქულა (4-დან 1 ორქულიანი, 5-დან 1 სამქულიანი, 2 საჯარიმო), 4 გადაცემა, 1 მოხსნა და 1 ჩაჭრა ჰქონდა.
gbf.ge