დუბუამ „უემბლიზე“ ნოკაუტით მოუგო ჯოშუას და IBF-ის ტიტული შეინარჩუნა [ვიდეო] #1TVSPORT
დუბუამ „უემბლიზე“ ნოკაუტით მოუგო ჯოშუას და IBF-ის ტიტული შეინარჩუნა [ვიდეო] #1TVSPORT

ლონდონში, „უემბლის“ სტადიონზე გაიმართა საკრივო დაპირისპირება სუპერმძიმე წონაში ბრიტანელ მოკრივეებს – ენტონი ჯოშუასა და დანიელ დუბუას შორის.

ორთაბრძოლა დუბუამ მეხუთე რაუნდში ნოკაუტით მოიგო. მანამდე საწყის ოთხ რაუნდში ჯოშუა სამჯერ აღმოჩნდა ნოკდაუნში.

ამ გამარჯვების წყალობით, დუბუამ შეინარჩუნა IBF-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული და გახდა პრეტენდენტი ალექსანდრ უსიკსა და ტაისონ ფიურის შორის მატჩ-რევანშში გამარჯვებულთან შესახვედრად.