დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები ექსპერტს და მოწმეს გამოკითხავენ
დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები ექსპერტს და მოწმეს გამოკითხავენ

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა დღეს გაიმართება. კომისია დღეს ექსპერტს და წითელი მანქანის მძღოლს გამოკითხავს. როგორც კომისიის წევრები აცხადებენ, მძღოლი უშუალოდ შეესწრო შემთხვევას. რაც შეეხება ექსპერტს, კომისიას წევრებს მასთან კითხვები მის მიერ ჩატარებულ ექსპერტიზასთან დაკავშირებით ექნებათ.

დღესვე, დახურულ რეჟიმში გამოიკითხება კიდევ ერთი არასრულწლოვანი მოწმე. გამოკითხვა როგორც ყოველთვის, დახურულ რეჟიმში წარიმართება.

„ჩვენ გვექნება შეხვედრა ექსპერტთან, რომელთანაც კითხვები გვექნება მის მიერ ჩატარებულ ექსპერტიზასთან დაკავშირებით. ეს არის ბიოლოგიური, დნმ-ის და სხვა ტიპის ექსპერტიზები. ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საბოლოო სურათი გაირკვეს, მაგალითად, იმასთან დაკავშირებით თუ რომელი დანა რა მიმართულებით იყო გამოყენებული“, – განაცხადა კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძემ.

გუშინ, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო ჯგუფის წევრებმა დაკავებული მერაბ მორჩაძე გლდანის მერვე დაწესებულებაში გამოკითხეს. ამასთან, დაიკითხა კიდევ ერთი მოწმე არასრულწლოვანი.