სერგი კაპანაძე - არასრულწლოვნის გამოკითხვის შედეგად მიღებული ინფორმაცია ხორავას ქუჩაზე მკვლელობის ერთ მთლიან მოზაიკას ქმნის
სერგი კაპანაძე - არასრულწლოვნის გამოკითხვის შედეგად მიღებული ინფორმაცია ხორავას ქუჩაზე მკვლელობის ერთ მთლიან მოზაიკას ქმნის

ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმის შემსწავლელმა დროებითმა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ არასრულწლოვანი მოწმე გამოკითხა. არასრულწლოვანის გამოკითხვა დახურულ რეჟიმში, ფსიქოლოგების ჩართულობით მიმდინარეობდა.

როგორც კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე აცხადებს, მოწმე რომელიც დღეს გამოკითხეს, ხორავას ქუჩაზე გარჩევის უშუალო მონაწილეა.

„დღეს გვქონდა შეხვედრა ერთ არასრულწლოვანთან, რომელიც იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე. მან მოგვაწოდა ინფორმაცია და ჯამში, ამ ყველა არასრულწლოვნის გამოკითხვის შედეგად მიღებული ინფორმაცია ქმნის ერთ მთლიან მოზაიკას. შეგვიძლია აღვადგინოთ ის, თუ რა ხდებოდა პირველ დეკემბერს ხორავას ოთხ ნომერში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ, საინტერესოა ყველა ის ინფორმაცია, რასაც ჩვენ ვიღებთ“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ

სერგი კაპანაძის თქმით, ხვალ დილით, ექსპერტი და მანქანის მძღოლი გამოიკითხებიან, რომელიც ასევე მომხდარის უშუალო მოწმეა.