„დორტმუნდის" ექვს მოთამაშეს სამედიცინო პროტოკოლის დარღვევა ბრალდება
„დორტმუნდის” ექვს ფეხბურთელს დისციპლინარული სასჯელი ელოდება. ისინი ამხილეს გერმანიის საფეხბურთო ლიგის ანტიკორონავირუსული პროტოკოლის დარღვევაში.
როგორც იტყობინებიან, ფეხბურთელები ცნობილი პარიკმახერის ვინი კარკარის სახლში დაპატიჟეს. ამასთან, არც ერთ მათგანს სამედიცინო ნიღბები არ ეკეთა. გარდა ამისა, ბუნდესლიგის წესები ითვალისწინებს, რომ მოთამაშეს არ უნდა ჰქონდეს პირდაპირი კონტაქტი არც თავის მეზობლებთან, არც პუბლიკასთან, უნდა დარჩნენ შინ და არ მიიწვიონ სტუმრები.
ეს წესები დაარღვიეს – ჯეიდონ სანჩომ, რაფაელ გერეირომ, მანუელ აკანჯიმ, ტორგან აზარმა, აქსელ ვიტცელმა და დან-აქსელ ზაგადუმ.
„ჩვენი ბიჭებისთვის სავსებით ნორმალურია თმის შეჭრა ამდენი თვე პატიმრობის შემდეგ. მაგრამ ნიღბის გარეშე ყოფნა – აშკარა დარღვევაა ორივე მხრიდან. ჩვენ მკაფიოდ შევახსენებთ ჩვენს მოთამაშეებს წესებს. ასევე პარიკმახერსაც უნდა დაუსვან კითხვები მის საქციელზე”, – წერია კლუბის განცხადებაში.