დორტმუნდის „ბორუსიას“ უმცროსი ტურამი აინტერესებს
დორტმუნდის „ბორუსიას“ უმცროსი ტურამი აინტერესებს

საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მცველის, ლილიან ტურამის ვაჟი მარკუსი უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის დროს აპირებს თავისი ამჟამინდელი კლუბის, „გინგამის“ დატოვებას, – წერს ინტერნეტ-გამოცემა „ტოპ მერკატო“.

„21 წლის ახალგაზრდა და შედეგიანი ფორვარდით დაინტერესებულია ევროპის ბევრი კლუბი. ყველაზე დიდ ინტერესს უმცროსი ტიურამის მიმართ „დორტმუნდი“, „მარსელი“ და „ლიონი“ იჩენენ“, – წერს ჟურნალისტი.

მარკუს ტიურამის გუნდმა „გინგამმა“ ბოლო ადგილი დაიკავა ლიგა 1-ის გათამაშებაში. თავად ფორვარდმა 38 მატჩში 13 გოლი გაიტანა და ამას ერთი შედეგიანი პასი დაუმატა.