„დორტმუნდი“ რაშიცას ტრანსფერის მსურველთა რიგებს შეუერთდა
„დორტმუნდი“ რაშიცას ტრანსფერის მსურველთა რიგებს შეუერთდა

„ვერდერის“ ნახევარმცველი მილოტ რაშიცა კიდევ ერთი კლუბის ინტერესის სფეროში მოექცა, – იუწყება The Telegraph.

დორტმუნდელებს რაშიცას შეძენა უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში სურთ და მზად არიან, რომ „ვერდერის“ ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებები დაიწყონ.

„დორტმუნდში“ 24 წლის ფეხბურთელს ჯეიდონ სანჩოს შემცვლელად მოიაზრებენ, რომელიც ამ ზაფხულს, შესაძლოა „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადავიდეს.

შეგახსენებთ, რომ მილოტ რიშიცას ტრანსფერით არაერთი კლუბია დაინტერესებული, მათ შორის ორი გერმანული – „ჰერტა“ და „ლაიპციგი“.

რაშიცამ 2019/20 წლების სეზონი შესანიშნავად ჩაატარა. „დორტმუნდის“ შემადგენლობაში 34 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 11 ბურთი და რვა საგოლე გადაცემა შეასრულა.